Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა საექსპორტო სტრატეგიების მენეჯმენტი (EMBA-ESM)

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აქტიურად მიმდინარეობს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება. ფაკულტეტმა განიხილა და საბჭოს მიერ დამტკიცდა სამი ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრატურის საფეხურზე. ამჯერად, მომზადდა მეოთხე ერთწლიანი საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა საექსპორტო სტრატეგიების მენეჯმენტი (EMBA-EM). სამაგისტრო პროგრამის შექმნის ძირითადი მიზანია აღჭურვოს მაგისტრები საჭირო უნარებითა და ცოდნით გლობალურ გარემოში ფუნქციონირებადი ბიზნესის მენეჯმენტის ისეთ სპეციფიკურ საკითხებზე, როგორებიცაა, საექსპორტო ოპერაციების წარმოება, მოლაპარაკებების მართვა, გლობალურ გარემოში პროექტების მართვის სპეციფიკა და სხვა.